Belive

გარი ლინეკერმა რონალდუზე და მესიზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ორ ლეგენდარულ მოთამაშეზე, ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. -"მე რონალდუს ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თუ ვსაუბრობთ საუკეთესოზე, მაშინ მესი უკონკურენტოა. ამაზე დავაც კი არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი აზრი და არავის ვახვევ თავზე. ყველას თავისი გემოვნება აქვს." - განაცხადა ინგლისელმა "გოალთან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ლინეკერი "ბარსელონას" ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ დროის მანძილზე მან 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები