Belive

გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი შესაძლოა FIFA-ს კომენტატორები გახდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფეხბურთის ბრიტანელმა გულშემატკივრებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ვეტერანი ფეხბურთელების, გარი ნევილისა და ჯეიმი კარაგერის კომენტატორობას ითხოვენ. კონკრეტულად საქმე ვირტუალურ ფეხბურთს ეხება. ინგლისელი ქომაგების სურვილია, რომ პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის - FIFA-ს ახალ, 2022 წლის ვერსიას „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელების ხმა ერთვოდეს, ფეხბურთელების, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მედიის სფეროში გადაერთვნენ და თავის კოლეგებს შორის საუკეთესო კორესპოდენტებად და პროგნოზისტებად იქცნენ.
Image: PA
FIFA 21-ს მარტინ ტეილორი და ალან სმიტი ახმოვანებენ, თუმცა ბევრ გულშემატკივარს მათ მიმართ პრეტენზიები აქვთ, რადგან, მათი თქმით, ისინი მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე მეტად, სხვა დეტალებზე საუბრობენ. ფიფას კომენტატორთა კიდევ ერთი დუეტი - დერეკ რეი და ლი დიქსონი ჰყავს, თუმცა მოთამაშეთა განსაკუთრებული სიმპატიით ვერც ისინი სარგებლობენ, ამჯერად, მომხმარებლები EA Sports-ს რეი & დიქსონის საუბრის ინგლისურ მანერას უწუნებენ. რეი და დიქსონი პირველად FIFA-ს მოთამაშეებმა მაშინ იხილეს, როცა EA Sports-მა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე უფლებები შეიძინა, თუმცა მათ ბევრი კრიტიკოსი მალევე გამოუჩნდათ, ერთ-ერთი მათგანია პოლ ატკინსონი, რომელიც პეტიციის ავტორია და იმედი აქვს, რომ შემდეგ სეზონში, უკვე კარაგერისა და ნევილის ხმას მოუსმენს.
Jamie Carragher compares Gary Neville to Boris Johnson in hilarious  exchange - Mirror Online
„გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი ახლა საუკეთესო ორი თანაკომენტატორი და ექსპერტია. გულშემატკივრები იმსახურებენ მათი ხმის მოსმენას, FIFA-ს თამაშების ანალიზს, და მეტად რეალისტურ კომენტირებას, ეს გაცილებით სასიამოვნოს გახდის თამაშს. მარტინ ტეილორისა და ალან სმიტის დაწყვილება დაიწყო FIFA 21- ში და ეს დერეკ რეისა და ლი დიქსონის მსგავსი არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი პრემიერ ლიგის მატჩებზე კომენტარს არასდროს აკეთებენ. EA Sports-მა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და შექმნას საუკეთესო დუეტი საკომენტატორო ჯიხურში“- წერია პეტიციაში, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე არაერთი ხელმომწერი და თანამოაზრე გამოუჩნდა. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს EA Sports-ის გუნდი, თუმცა იქამდე წარმოიდგინეთ, რომ მეგობართან ერთად ფიფას თამაშობთ და თქვენს მიერ, ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი გარი ნევილსა და ჯეიმი კარაგერს აღაფრთოვანებს...

სხვა სტატიები