Belive

გარი ნევილი: "მანჩესტერი პრემიერლიგას მაშინ მოიგებს, როცა კლოპი და გვარდიოლა წავლენ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, მომდევნო წლების განმავლობაში, "წითელი ეშმაკების" პერსპექტივებზე თავისი აზრი გამოთქვა. "ერთადერთი, რისი გარანტირებულად თქმაც შემიძლია, არის ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ჩემპიონი გახდება. ეს შეიძლება არ მოხდეს ამ ან მომდევნო სეზონში, მაგრამ ეს ძალიან კარგი იქნება, როცა მოხდება. რაც უფრო გრძელია ლოდინი, მით უფრო შთამბეჭდავია გრძნობა ტრიუმფის დროს. "იუნაიტედის" გულშემატკივარივით არ ვსაუბრობ და არც იმას ვამბობ, რომ ამ სეზონში უნდა მოვიგოთ. დიახ, მსურს, მაგრამ, როგორც წესი, გრძნობ, როცა დრო დგება. ახლა ეს გრძნობა არ მაქვს. შესაძლოა, "იუნაიტედი" გახდეს ჩემპიონი იმ შემთხვევაში, თუ კლოპი და გვარდიოლა გუნდს დატოვებენ. იმედია ეს მოხდება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს იქნება შანსი, რადგან ორივე მათგანი შესანიშნავი მწვრთნელია, რომლებმაც დიდებული გუნდები ააშენეს. თუმცა ისინი ერთ, ორ ან სამ წელში დაიშლება. ეს იქნება მომენტი, როდესაც "იუნაიტედს" დაბრუნების შანსი მიეცემა. დარწმუნებული ვარ, "ჩელსიც" იგივეს ფიქრობს საკუთარ თავზე", - თქვა ნევილმა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი 20-ჯერ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ბოლოს "წითლებმა" ტიტული 2012 წელს მოიგეს.

სხვა სტატიები