Belive

გარი ნევილი მანჩესტერის მცველების წინააღმდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
SKY SPORTS-ის ანალიტიკოსმა გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვის ხაზი დაიწუნა. კერძოდ ერიკ ბეილსა და ვიქტორ ლინდელოფს შეეხო, როგორც მისი განცხადებიდან იკვეთება მას მიაჩნია რომ ამ 2 ფეხბურთელს აკლია თავდაჯერებულობა ან მეორე მხრივ ისინი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შესაფერისი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევიან. გარი ნევილის აზრით „მანჩესტერელებს“ სატრანსფერო ფანჯარის მიმდინარეობისას მეტი აქტიურობა მართებდათ და აუცილებლად უნდა შეეძინათ მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი. გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია, შეგახსენებთ „წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო მატჩი ბრაიტონთან გასვლით შეხვედრაში 3:2 დათმეს, რაც ჟოზე მოურინიოს მანჩესტერულ კარიერას კიდევ ერთ კითხვის ნიშანს ადებს.

სხვა სტატიები