Belive

გარი ნევილის აზრით, პეპ გვარდიოლა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსის, გარი ნევილის აზრით, პეპ გვარდიოლას აქვს პოტენციალი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნევილმა განცხადება ინგლისის ლიგის თასის ფინალში "სიტის" გამარჯვების შემდეგ გააკეთა. ინგლისის თასის ფინალში "სიტიმ" "ტოტენჰემი" დამაჯერებლად დაამარცხა. გვარდიოლას შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მეტოქე თითოეულ კომპონენტში დაჩაგრეს.
  • ბურთის ფლობა: 62%-38%.
  • კარისკენ დარტყმა: 21-2.
  • კარში დარტყმა: 4-1.
  • კუთხური: 8-3.
  • სახიფათო შეტევა: 80-24.
დიდი ალბათობით, "სიტი" წელს პრემიერ ლიგის თასსაც დაეუფლება: ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, "სიტი" უახლოეს მდევარს, "მანჩესტერ იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებს. ამასთან, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის ემზადება და ტრიუმფამდე 3 მატჩი აშორებს. "ტოტენჰემთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, გარი ნევილმა გვარდიოლასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"უნდა ვაღიაროთ, რომ სიტი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს. გვარდიოლას ფინალებში შესანიშნავი შედეგი აქვს, მან 15-დან 14 ფინალი მოიგო, რაც არაამქვეყნიური შედეგია. ჩემი აზრით, სიტის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს - მან დაიპყრო სხვადასხვა ქვეყანა და ასევე, ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. რამდენიმე კვირაში, იგი პრემიერ ლიგასაც მოიგებს და 5 წელიწადში, ტიტულს მესამედ დაეუფლება, ეს უდიდესი მიღწევაა. წინ მას ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება ელოდება, ლიგაზე გამარჯვება კი ყველაფერზე პასუხი იქნება, ის სიტიდან ამ ტიტულის გარეშე ვერ წავა. პირადად მე, უკმარისობის გრძნობა დამეუფლებოდა", - აღნიშნა ნევილმა.
 

სხვა სტატიები