Belive

გარნი ნევილის და კარაგერის თანამედროვეობის 10 საუკეთესო მოთამაშე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ორმა ინგლისელმა ფეხბურთელმა თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა. კარაგერმა და ნევილმა დაასახელეს მათთვის საუკეთესო 10 ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ნევილის ათეულში ვერც რონალდუ მოხვდა და ვერც მესი. "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პირველ ადგილზე კილიან მბაპე დააყენა. გარის აზრით მბაპეს შეუძლია წლების განმავლობაში იყოს საუკეთესო ფეხბურთელი და მოიგოს რამდენიმე ოქროს ბურთი.
1
რაც შეეხება კარაგერს, მის ათეულშიც პირველ ადგილზე მბაპე გახლავთ, მაგრამ განსხვავებით ნევილისგან, ჯეიმიმ, მესი საუკეთესოებში შეიყვანა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არცერთმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ არ დაასახელა. ეს უფრო ნევილისგან არის გასაკვირი, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ისინი ერთად "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდნენ.

სხვა სტატიები