Belive

გასაოცარი ანაზღაურება - მანჩესტერ სიტი ერლინგ ჰოლანდის დაყოლიებას ახერხებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის მოახლოების პარალალურად, სატრანსფერო ბაზარზე ინფორმაციებიც აქტიურად ვრცელდება. 2022 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო ციებ-ცხელება ერლინ ბრაუტ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს. 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის გადაბირებით მსოფლიოს თითქმის ყველა გრანდია დაინტერესებული, თუმცა მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს პეპ გვარდიოლა და მისი გაწვრთნილი "მანჩესტერ სიტი" იჩენს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, "ქალაქელები" ამ სატრანსფერო ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე არიან და ახალგაზრდა თავდამსხმელთან შეთანხმების მიღწევასთანაც ახლოს არიან. დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებულ კონტრაქტში, რომელიც ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა, გათვალისწინებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ მხარეს ხელშეკრულების გამოსყიდვა ამ წლის ზაფხულში, 100 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუძლია. საინტერესოა, რომ სკანდინავიელი ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი შესაძლოა მისი პოტენციური ანაზღაურება გახდეს. როგორც ირკვევა, "მანჩესტერ სიტი" ფეხბურთელს ყოველკვირეული ხელფასის სახით 600 000 ევროს ჰპირდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს. 2020 წლის პირველი იანვრის, ანუ მას შემდეგ რაც ჰოლანდი "ზალცბურგიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგდა, გერმანული კლუბის მაისურით 80 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები