Belive

გასკოინმა 14 წლის რუნი ლუდზე დაპატიჟა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წლების წინ, პოლ გასკოინი "ევერტონის" 19-წლამდელთა გუნდის მატჩს დაესწრო. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა უეინ რუნის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და მატჩის შემდეგ, მას ლუდის საყიდლად 40 ფუნტი აჩუქა.
გაზა: "მატჩის დასრულების შემდეგ, ბიჭებთან მივედი და ვუთხარი: ყოჩაღ, ძალიან კარგად ითამაშეთ. ლუდის საყიდლად 40 ფუნტი მაქვს - რომელიმე თქვენგანი საღამოს გართობას გეგმავს? "უეინ რუნიმ მიპასუხა: მე ვაპირებ! მას 40 ფუნტი მივეცი და ვუთხარი, რომ საღამოს რამდენიმე კათხა ლუდი ეყიდა". "იმ დროისათვის უკვე ვიცოდი, რომ რუნი უდიდესი ფეხბურთელი გახდებოდა", - აღნიშნავს პოლ გასკოინი.
რუნი და გასკოინი რამდენიმე წლის წინ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და აღნიშნული მომენტის ინსცენირება მოახდინეს.

სხვა სტატიები