Belive

გასპერინი: მოგებას ვიმსახურებდით

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ სერა ა-ს ეგიდით მორიგი ტური გაიმართა. ტურინის "იუვენტუსი" "ატალანტას" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ პრესკონფერენცია გამართა. -"ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენ ვუპირისპირდებოდით ისეთ გრანდს, რომელიც იტალიაში საუკეთესოა და მათ ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება." -"გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ." -"ფეხბურთში კარგი თამაში, გამარჯვებისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის." -"მატჩის ბოლო წუთამდე თამაშს ვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა." -"სეზონის დასაწყისში კლუბის მთავარი მიზანი, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იყო. ჩვენ ეს გამოგვივიდა და ამით ძალიან ამაყი ვარ." -"ახლა სკუდეტოზე ვერანაირად ვიფიქრებთ, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონთა ლიგაა, ვიმედოვნებ, რომ პარიზელების წინააღმდეგ ჩემი გუნდი საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს." შეგახსენებთ, რომ "ატალანტას" სერია ა-ში 32 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 67 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები