Belive

გასულ ზაფხულს იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყევტილი, თუმცა გადაიფიქრა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მილანის" 39 წლის შვედ თავდამსხმელს გასულ ზაფხულს კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მან გადაიფიქრა და კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-9 ტურის შემდეგ "მილანი" დაუმარცხებელია და სატურნირო ცხრილის სათავეში 23 ქულით იმყოფება, გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალი და უმაღლესი დონის მოთამაშეა, მან იტალიის ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. შვედმა ფეხბურთელმა Sky Sport-თან ინტერვიუში გუნდის განწყობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.
"გუნდს გამარჯვებები და წარმატება სწყურია. ჩევნ კარგ ფორმაში ვართ და საქმეს თავს კარგად ვართმევთ. არ არის საჭირო, რომ ოცნებები და მიზნები გვქონდეს, კონკრეტული თამაშიდან კონკრეტულ თამაშამდე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. უფრო სწორად, რა თქმა უნდა, მიზნები მაქვს, გუნდმა საუკეთესო შედეგბს უნდა მიაღწიოს. ახლა მოდუნება არ შეგვიძლია, ყველას ახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრები". "მირჩევნია თავად მივიყვანო გუნდი მწვერვალამდე, ვიდრე ისეთ კლუბში გადავიდე, რომელიც უკვე მწვერვალზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში "მილანთან" კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. ათი წლის წინ სხვა სხვა სტატუსი მქონდა, სხვა ეგო, ახლა გამოცდილება მაქვს და ყველაფერი სხვაგვარადაა".
იბრაჰიმოვიჩმა ასევე ისაუბრა კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე.
"მე პიოლის ვუპასხე, რომ გაგრძელებას აღარ ვაპირებ, ჩემთვის საკმარისია, რადგან ოჯახიც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ კი მარტო ვარ. აღარ მსურს კიდევ ერთი წელი დარჩენა. მან მიპასუხა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდა".
შვედ შემეტევსა და მილანის მთავარ მწვრთნელს შორის კიდევ რამდენიმე საუბარი შედგა, საბოლოოდ კი ზლატანმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.
"რაღაც შეიცვალა, დავრეკე მილანში და ვუთხარი, რომ თამაშს გავაგრძელებდი, არ მინდა, მომავალში რამე ვინანო".
იბრაჰიმოვიჩმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კარიერის დასრულებას ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს აპირებდა.
"კარიერის დასრულებაზე ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედში ვფიქრობდი, როდესაც 35 თუ 36 წლის ვიყავი. მაგრამ ვინ ვარ ფეხბურთის გარეშე? ძნელია შეეშვა იმას, რასაც 25 წლის განმავლობაში აკეთებდი. ახლა მზად ვარ ამისთვის? არა, რადგან თავს ისევ ძალიან კარგად ვგრძნობ".  
 

სხვა სტატიები