Belive

გასული წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მართალია, გასული წელი ლეო მესისთვის ტიტულებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისთვის ამას ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად ყოფნისთვის ხელი არ შეუშლია. Forbes-ის მონაცემების თანახმად, "ბარსელონას" კაპიტანმა 2019 წელს 127 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგს სათავეში უდგას.

TOP 10 ასე გამოიყურება:  10. კევინ დურანტი, კალათბურთი - $65.4 მილიონი

9. სტეფ კარი, კალათბურთი - $79.8 მილიონი
8. ლებრონ ჯეიმსი, კალათბურთი - $89 მილიონი
7. აარონ როჯერსი, ამერიკული ფეხბურთი - $89.3 მილიონი
6. რასელ უილსონი, ამერიკული ფეხბურთი - $89.5 მილიონი
5. როჯერ ფედერერი, ჩოგბურთი - $93.4 მილიონი
4. კანელო ალვარესი, კრივი - $94 მილიონი
3. ნეიმარი, ფეხბურთი - $105 მილიონი
2. კრიშტიანუ რონალდუ, ფეხბურთი - $109 მილიონი
1. ლეო მესი, ფეხბურთი - $127 მილიონი
ასევე ცნობილია, რომ MMA-ს ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა შარშან 47 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები