Belive

გატანილი ჯარიმების რაოდენობით მესიმ როჟერიო სენის გადაუსწრო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ნიცას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით გახსნა.

არგენტინელს კარიერაში 60 გატანილი ჯარიმა (50 - ,,ბარსელონაში'', 1 - ,,პსჟ-ში'', 9 - არგენტინის ნაკრებში) დაუგროვდა, რითაც როჟერიო სენისა (,,სან პაულუს'' ყოფილი მეკარე) და მარსელინიო კარიოკას გადაუსწრო და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს გაუთანაბრდა.

ახლა ჯარიმიდან მესიზე მეტი გოლი მხოლოდ ზიკოს (62), მარადონას (62), დევიდ ბექჰემს (65), რონალდინიოს (66), ვიქტორ ლეგროტალიეს (66), პელესა (70) და ჟუნინიოს (77) აქვთ გატანილი.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

,,პსჟ'' მომდევნო მატჩს ოთხშაბათს, 5 ოქტომბერს, ,,ბენფიკას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები