Belive

რანიერი მალე დასაქმდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი შესაძლოა მალე დასაქმდეს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარსიო ავრცელებს. "იუვენტუსის", "ჩელსის" და "რომას" ყოფილი თავკაცის დაყოლიებას "სამპდორიას" ხელმძღვანელობა აპირებს. აქამდე, მათ ვაკანტური თანამდებობა ჯენარო გატუზოს შესთავაზეს, თუმცა "მილანის" ლეგენდამ უარი თქვა. გენუელებმა დაკავებული პოსტიდან ეუსებიო დი ფრანჩესკო გადააყენეს, რომლის ხელშიც გუნდმა 7 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. დი ფრანჩესკომ "სამპდორია" გასული ზაფხულის ივნისში ჩაიბარა და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 67 წლის სპეციალისტი, რომელსაც წარსულში "ვალენსია", მადრიდის "ატლეტიკო", "პარმა" და "ინტერი" გაუწვრთნია, სეზონის გადარჩენის მიზნით "ფულემსა" და "რომაშიც" მიუყვანიათ.

სხვა სტატიები