Belive

გატუზო: ,,ხავი თამაშობდა, მე კი ბევრს დავრბოდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ძალიან მიხარია, რომ ხავის ისევ შევხვდები. ის თამაშობდა, მე კი დავრბოდი, რადგან ,,ბარსელონასთვის'' ბურთის ართმევა რთული იყო. ამ მატჩებში ხავი ჩემზე ნაკლებს დარბოდა. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა და დიდ პატივს ვცემ. მასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი პატივია.

,,ბარსელონას'' ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? არ ვიცი, რამდენად იმოქმედებს ეს მათზე. მათ გასახდელზე რომ არ ვიფიქრო, ჩემს გუნდთან დაკავშირებითაც საკმაოდ ბევრი პრობლემა და კითხვა მაქვს... ორი ,,ბარსა'' არსებობს. ესპანეთის ჩემპიონატში მათ ბევრი გოლი გაიტანეს და საოცარ ფეხბურთს თამაშობენ,'' - გატუზოს სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

დღეს, ლა ლიგის მე-12 ტურში, ,,ვალენსია'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

ესპანეთის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა'' 28 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,ვალენსია'' კი 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები