Belive

გატუზო: ,,მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, განაცხადა, რომ ,,ელჩესთან'' მატჩში დაშვებული შეცდომის გამო, ,,ღამურემის'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოუბოდიშა:

,,მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ ბოდიში მომიხადა და ამან გამაბრაზა. მან ბევრ თამაშში გადაგვარჩინა.

გიორგის მწვრთნელისა და მთელი გუნდის მაქსიმალური ნდობა აქვს. მე ვუთხარი, რომ სიტყვა ,,ბოდიში'' გონებიდან ამოეგდო,'' - გატუზოს სიტყვებს Marca ციტირებს.

ლა ლიგის მე-9 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,ელჩეს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა, რასაც ,,ვალენსიას'' კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, თავად ქართველი მეკარე კი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

9 ტურის შემდეგ ,,ღამურები'' 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზე არიან. გატუზოს გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 18 ოქტომბერს, ,,სევილიასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები