Belive

გატუზო მილნის მწვრთნელის პოსტს 2 მატჩში დატოვებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს ულტიმატუმი წაუყენა: თუკი "როსონერი" სერია ა-ს მომდევნო 2 მატჩში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტს გამოემშვიდობება. მომდევნო მატჩებს "როსონერი" "ფროსინონესა" და "სპალის" წინააღმდეგ გამართავს - აღნიშნულ მატჩებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კი, "მილანი" ლიდერთა სამეულს მინიმუმ მიუახლოვდება. ამჟამად მილანელები 27 ქულით  მე-5 პოზიციას იკავებენ. ლიდერ "იუვენტუსს" 49 ქულა, "ნაპოლის" 41, ხოლო "ინტერს" კი 33 ქულა აქვს მოპოვებული.    

სხვა სტატიები