Belive

გატუზო: "უკან დახევას არ ვაპირებთ, კამპ ნოუზე ვიბრძოლებთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. ნეაპოლში, "სან პაოლოზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჯენარო გატუზომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ინარჩუნებს თუ არა "ნაპოლი" მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს - გატუზომ ორიგინალური პასუხი გასცა: "ვისურვებდი, რომ პასუხის გაცემა ჩემს სტილში შემეძლოს მაგრამ არ შემიძლია. რა თქმა უნდა გადაწყვეტილი არაფერია. ვიცით, რომ წინ დიდი სირთულე გველის მაგრამ შევიძენთ მუზარადებსა და ჯავშანს და "კამპ ნოუზე" ბოლომდე ვიბრძოლებთ." "ამ მატჩმა დაგვანახა, რომ გუნდურად მოქმედების შემთხვევაში, გაცილებით უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. რა თქმა უნდა ფრედ დასრულებული მატჩით განაწყენებული ვარ მაგრამ მინიმალური სხვაობით (1:0) გამარჯვებასა და მატჩის ფრედ დასრულებას (1:1) შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ."

სხვა სტატიები