Belive

გატუზომ იგუაინის წასვლა დაადასტურა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გუნდის თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის წასვლა დაადასტურა. არგენტინელის დამატება, ზამთარშივე ლონდონის "ჩელსის" სურს. როდესაც იტალიელ სპეციალისტს იგუაინზე შეკითხვა დაუსვეს, მან აღნიშნა, ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდა.
"რა თქმა უნდა, მსურს, რომ ის შევინარჩუნო და მას ვესაუბრე, თუმცა ასეთ დროს რჩევის მიცემა რთულია. ფეხბურთელის კარიერა მხოლოდ რამდენიმე წელი გრძელდება და ეს ჩემი კარიერა არ არის, ეს იგუაინის კარიერაა. მან სიმართლე პირდაპირ მითხრა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული გონსალოს დავამწყვდევდი და ისე შევინარჩუნებდი" - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები