Belive

გატუზოს სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში გაგრძელდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა აშშ-ში გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, გატუზოს სამსახურით დევიდ ბექჰემი ინტერესდება. ყოფილი თანაგუნდელის ხილვა ბექჰემს "ინტერ მაიამის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სურს. 41 წლის გატუზო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს "ინტერ მაიამის" მესვეურებთან. დევიდ ბექჰემმა ასევე აღნიშნა, რომ MLS-ის ბინადარ გუნდში შესაძლოა რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელიც ვიხილოთ.

სხვა სტატიები