Belive

გაუპატიურების საქმეზე პოლიციამ რონალდუს დნმ ტესტის ჩაბარება მოსთხოვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ წელს კრიშტიანუ რონალდო გაუპატიურებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს - სექტემბრის ბოლოს ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, Spiegel-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ რონალდუს გაუპატიურებაში დასდო ბრალი – მისი მტკიცებით, შემთხვევა 2009 წელს, ლას-ვეგასში მოხდა. მაიორგას თქმით, რონალდუმ დუმილის სანაცვლოდ მას $375 000 გადაუხადა. ლას-ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელ სუპერვარკსვლავს დნმ ანალიზის გაკეთება მოსთხოვა, რომლის შედეგებსაც მაიორგას კაბაზე აღმოჩენილ გენეტიკურ მასალასთან შეადარებენ - The Wall Street Journal-ის ცნობით, ნევადის შტატის სამართალდამცავმა ორგანომ ორდერი ტურინში უკვე გააგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბოლო განცხადება კრიშტიანუ რონალდუმ ოქტომბერში გააკეთა: "უარს ვამბობ ამ მედია სპექტაკლში მონაწილეობაზე - ადამიანებს სურთ, ჩემი სახელი საკუთარი პოპულარიზაციისთვის გამოიყენონ," განაცხადა მან.

სხვა სტატიები