Belive

გაურკვევლობა მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბში კვლავ გაურკვევლობაა. გუნდის თავკაცი, ხულენ ლოპეტეგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს და "რეალის" დირექტორთა საბჭოს თერთმეტმა წევრმა ახალი მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოპეტეგის ნაცვლად გუნდს 15 დღის განმავლობაში სანტიაგო სოლარი ჩაიბარებს. წესის მიხედვით, სწორეთ 15 დღით შეუძლია ხელმძღვანელობას მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. ამ პერიოდის შემდეგ, სოლარი ან დარჩება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და ახალ კონტრაქტზე მოაწერს ხელს, ან გუნდში ახალი თავკაცი დაინიშნება. 31 ოქტომბერს მადრიდის "რეალი" ესპანეთის სამეფო თასზე "მელილას" შეხვდება. ამ შეხვედრაში "სამეფო კლუბს" სოლარი უხელმძღვანელებს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალის" მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე უნდა დანიშნულიყო, თუმცა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

სხვა სტატიები