Belive

გავიხსენოთ იუბილარი რომარიოს საოცარი გოლი მადრიდის რეალის კარში (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომარიო, დღეს იუბილარია - კარიერაში 1000-ზე გოლის გამტანი ფეხბურთელი 53 წლის გახდა. რომარიო დე სოუზა ფარია 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონია - იგი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რასაც წლის ბოლოს FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთლის წოდების მინიჭება მოჰყვა. 1999 წელს FIFA-მ ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის რომარიომ მე-5 ადგილი დაიკავა. რომარიო საოცარი აჩქარებით და საჯარიმოში სივრცის გათავისუფლების საოცარი სტილით გამოირჩეოდა. 1994 წელს "ელ კლასიკოში" გატანილი გოლი სწორედ ამისი დასტურია.

სხვა სტატიები