Belive

გავლენიანი მადრიდული გამოცემა მესის რეკორდს არ აღიარებს (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი მადრიდული გამოცემა Marca საინტერესო განცხადებას ავრცელებს. Marca-ს მტკიცებით, ლიონელ მესის "ლა ლიგაში" 400 გოლი არ გაუტანია და "ეიბარის" კარში გატანილი ბურთი 399-ე იყო. მადრიდული გამოცემის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2012-13 წლების სეზონში, "ბილბაოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირების დროს, მსაჯმა მატეო ლაოსმა ერთი ბურთი მესის ჩაუთვალა. Marca-ს მტკიცებით ის ავტოგოლი იყო და "ბილბაოს" კარში ბურთი არა მესიმ, არამედ გუნდის მცველმა, ფერნანდო ამორებიეტამ ჩაჭრა. გამოცემამ კი ეს გოლი სწორედ ამორებიეტას მიაწერა.

სხვა სტატიები