Belive

გაზაევმა კვარაცხელია ტურის სიმბოლურში შეიყვანა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელია 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა "ცსკა"-სთან მატჩში პენალტი გამოიმუშავა, რითაც "რუბინმა" ქულის გადარჩენა მოახერხა - 1:1. გამოცემა Championat-ისთვის გაზაევი ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ასახელებს სიმბოლურ გუნდს, რომელიც ასე გამოიყურება:
Ec1O1cEXsAEiMcM
გაზაევი ხვიჩას თამაშს ასე აფასებს: "კვარაცხელია ცსკა-სთან მატჩში რუბინის მთავარი ფეხბურთელი იყო. ის მუდმივად ცდილობდა თამაშის გამწვავებას, აკეთებდა ჭკვიანურ გადაცემებს და ატყუებდა მეტოქეებს. სწორედ ხვიჩამ გამოიმუშავა დრიბლინგისას პენალტი, რომლითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს."
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე რუსეთის პრემიერლიგაში 3 გოლი და 4 ასისტია. 19 წლის ვინგერს "რუბინის" გოლების უმეტესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს.

სხვა სტატიები