Belive

გაზრდილი ხელფასი - ბუსკეტსს ბარსელონა ახალ კონტრაქტს სთავაზობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური Marca-ს ცნობით, კატალონიის „ბარსელონა“ გუნდის მთავარ საყრდენ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტსს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსას“ წარმომადგენლები ბუსკეტსს ახალ პირობებს სანაკრებო შესვენების შემდეგ გააცნობენ. Marca-ს წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ბუსკეტსს ხელფასს გაუზრდის და იგი ისეთივე ანაზღაურებას მიიღებს, რამდენსაც ლუის სუარესი გამოიმუშავებს. ბუსკეტსს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი ყოველკვირეული შემოსავალი £180,000-ს შეადგენს. რაც შეეხება სუარესს, ურუგვაელი ვარსკვლავი ყოველკვირეულად £290,000-ს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები