Belive

Gazzetta dello Sport - რა თანხას მიიღებს დინამო ბათუმი კვარაცხელიას სანაცვლოდ?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ,,ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან ნეაპოლურ გუნდში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ,,ნაპოლი'' ,,დინამო ბათუმს'' 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ამავე გამოცემის ცნობით, ხვიჩას ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. კვარაცხელია საქართველოში დაბრუნებამდე ყაზანის ,,რუბინში'' თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 73 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები