Belive

"გეგმა არ გვაქვს" - ფრედი მანჩესტერ იუნაიტედის მომავალს ეჭვის თვალით უყრებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ფრედმა, თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ სკეპტიკური განცხადებაც გააკეთა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ფრედმა, თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ სკეპტიკური განცხადებაც გააკეთა. „ვიცი, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია კარგი შედეგების რაც შეიძლება მალე მიღწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი გეგმის ქონა. ვფიქრობ, ჩვენთვის არ არის კარგი, რომ იგი არ გვაქვს. ჯერჯერობით ყველაფერი მოკლევადიან მიზნებს ეხება. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ამ სეზონის დასრულების შემდეგ", - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. "წითელი ეშმაკები" ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ დაგროვილი 46 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 1/8-ფინალში რალფ რანგნიკის მიერ გაწვრთნილი გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისიპირდება და პირველ მატჩს 24 თებერვალს, ესპანეთის დედაქალაქში ჩაატარებს.

სხვა სტატიები