Belive

გეგუჩაძე: "მატჩი სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ბურთი არ გავიდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, "დინამო ბათუმი" შინ დებიუტანტ, თბილისის "მერანს" დაუპირისპირდა. ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0. "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ შეხვედრა შეაფასა: "შედეგი ლოგიკურია. ვფლობდით უპირატესობას, შევქმენით საგოლე შანსები, თუმცა მეტოქის კარი ვერ ავიღეთ. "მერანი" კარგი გუნდია, რომელიც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. სანახაობრივი თამაში მივიღეთ, თუმცა ბურთი არ გავიდა."

სხვა სტატიები