Belive

გენტი ევროპა ლიგაზე ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ "გენტმა" გასულ სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, ბელგიური გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც ითამაშებს. ამის მიზეზი "მეხელენია", რომელთანაც "გენტი" თასის ფინალში 1:2 დამარცხდა. ბელგიის თასის გამარჯვებული მომდევნო სეზონში სწორედ ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობს. იქედან გამომდინარე, რომ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ "მეხელენი" მატჩის ჩაწყობის გამო დასაჯა, ევროტურნირზე თამაშის უფლება წელს სწორედ "გენტმა" მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ "გენტში" სამი გიორგი: ქვილითაია, ჩაკვეტაძე და ბერიძე თამაშობს. რაც შეეხება "მეხელენს", გუნდი გარკვეული დროით ბელგიის თასზეც ვეღარ იასპარეზებს, თუმცა ჩემპიონატში კვლავ იქნება

სხვა სტატიები