Belive

გენტის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე ყოველკვირეულად უმატებს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სენტ-ტრუიდენთან" 4:1 გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა ქართველი ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა. "ამ შეხვედრაში ბევრი სასიამოვნო რამ ვნახე. დავიდის ჰეთ-თრიკით ვამაყობ, რადგან ამ ბიჭს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მიხარია, ქვილითაიას პირველი გოლი მიმდინარე სეზონში და ის, რომ ჩაკვეტაძე ყოველკვირეულად უფრო და ურო უმატებს", - თქვა თორუპმა. შემდეგ შეხვდრას "ბუფალოები" "ევროპის ლიგის ეგიდით, "რომასთან" 27 თებერვალს საშინაო კედლებში გამართავენ. პირველი მატჩი "მგლების" გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები