Belive

გენტის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის დაბრუნება ახალი ფეხბურთელის დამატებას გავს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზამთრის შესვენების დროს ესპანეთში შეკრებაზე მყოფი "გენტის" მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი სეზონის დარჩენილი ნაწილის და გუნდის შიდა სამზარეულოს შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. "ბუფალოების" თავკაცმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაც შეაფასა. "მალე ჩვენ 4-4-2 სქემის გამოყენებას დავუბრუნდებით, რადგან დავრწმუნდით, რომ დევიდს და ჩაკვეტაძეს ერთად თამაში კვლავაც კარგად შეუძლიათ. ჩაკვეტაძე წელიწადნახევრის წინ, ჩვენი "ოქროს ბიჭი" იყო, მაგრამ მას ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ფორმის პიკში არ არის. თუმცა, გიორგი საკუთარ საუკეთესო შესაძლებლობებს მალე გამოავლენს, იმ გამბედაობას გამოიჩენს, რაც წინა რამდენიმე შეხვედრაში ვერ მოახერხა. მისი გუნდში დაბრუნება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ახალი, მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება",-თქვა ტორუპმა. ჩაკვეტაძეს 2019 წელი თითქმის სრულად გაუცდა და მოედანზე მხოლოდ დეკემბერში დაბრუნდა. 2020 წელს "გენტი" პირველ ოფიციალურ მატჩს 18 იანვარს, "მუსკრონთან" გამართავს.

სხვა სტატიები