Belive

გენტის მწვრთნელი: "თავიდან შეგვეშინდა, თუმცა გიორგის მუხლი არ უტკენია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" შინ "რაპიდი" 2:1 დაამარცხა. მატჩის მე-60 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ გუნდს პენალტი მოუპოვა, თუმცა მან მეკარესთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე ბეკერმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გიორგის მდგომარეობაზე ისაუბრა.
“თავიდან შეგვეშინდა, რადგან გვეგონა, რომ გიორგიმ ტრავმა მუხლზე მიიღო, თუმცა ასე არ არის. დიდი ალბათობით, დაზიანება ფეხის კუნთზე იქნება. ექიმების საბოლოო პასუხს უახლოეს საათებში გავიგებთ."

სხვა სტატიები