Belive

გენტისა და რომას მატჩს 22 გუნდის სკაუტი დაესწრება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, "გენტი" "რომას" უმასპინძლებს. ბელგიელებმა 1 კვირის წინ, "სტადიო ოლიმპიკოზე" შეხვედრა 0:1 დათმეს. აღნიშნული დაპირისპირება საფეხბურთო გრანდების ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, დღევანდელ თამაშს 22 სხვადასხვა გუნდის სკაუტი დაესწრება. მათი დაკვირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი "გენტის" ბომბარდირი, 20 წლის კანადელი, ჯონათან დევიდია. "ლივერპული", "ჩელსი", "ტოტენჰემი", " მანჩესტერ იუნაიტედი", "ლესტერი", "ასტონ ვილა", "საუთჰემპტონი", "ვულვზი", "ვესტ ჰემი," "აინტრახტი", "ჰოფენჰაიმი", "ლევერკუზენი", "შალკე", ვერდერი", "პსვ", "ლილი", "რენი", "ნიცა", "რეიმსი", "სევილია", "ანდერლეხტი", "ეუპენი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც დღევანდელ თამაშს დაესწრებიან. ცხადია, ეს შესანიშნავი შანსია ქართველი ფეხბურთელებისთვის, გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიასთვის, რომლებსაც, დიდი ალბათობით, "რომასთან" შანსი მიეცემათ. ასევე საინტერესოა, რომ ბელგიაში გაემგზავრა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისიც.  

სხვა სტატიები