Belive

გერმანელებს ფეხბურთში სახელფასო ჭერის შემოღება სურთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ფრიტზ კელერმა განაცხადა, რომ საფეხბურთო სამყაროს გრძელვადიანი გაკვეთილების გავლა მოუწევთ. მისი თქმით, საჭიროა ფინანსების უკეთესი კონტროლი და სახელფასო ჭერის შემოღება, რათა გუნდებმა სტადიონზე მაყურებლები მიიღონ.
"საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, რადგან კრიზისი ფეხბურთის რესტრუქტურიზაციისთვის შესაძლებლობაა. ჩვენ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხბურთი უნდა დავუბრუნოთ, ამისთვის კი ფინანსების გაუმჯობესებული კონტროლი და დიახ, სახელფასო ჭერის შემოღება დაგვჭირდება. უზარმაზარი საკომისიოები აგენტებისთვის და სხვა სატრანსფერო თანხები აღიზიანებენ საზოგადოებას, რაც უწყობს ხელს მათთვის საყვარელი სპორტის ცხოვრებიდან განდევნას. ფეხბურთმა ამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს." 

სხვა სტატიები