Belive

გერმანელმა ფანებმა რასისტი მაყურებელი პოლიციას მოედნიდან გააგდებინეს (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამწუხაროდ, გერმანიის მე-3 ლიგის მატჩში, რომელშიც "კიკერსმა" "მიუნსტერს" უმასპინძლა, მორიგი რასისტული ქმედება გამოვლინდა. მატჩის მიწურულს, სტუმართა ფეხბურთელმა, ლეროი კვადვომ "მუნსტერის" ქომაგის მხრიდან მიღებული რასისტული შეძახილების გამო, მსაჯს მოუწოდა, რომ სიტუაცია განემუხტა. საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში, მასპინძელთა ფანებმა მდგომარეობის გამოსწორება გადაწყვიტეს და სტადიონის დაცვას მოედნიდან რასისტი მაყურებელი გააძევებინეს. ამის შემდეგ, "მუნსტერის" მხარდაჭერებმა ლეროის ტაში დაუკრეს და თანადგომა გამოუცხადეს. აღსანიშნავია მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ქმედება, რომლებიც კვადვოს ჩაეხუტნენ და წარმოშობით განელ მოთამაშეს რთულ მომენტში გვერდით დაუდგნენ.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები