Belive

გერმანია VS ინგლისი | ბრიტანელები პირველი გამარჯვებისთვის ემზადებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისი უეფას ერთა ლიგის წარუმატებელი სეზონის ბოლო თამაშს ჩაატარებს. ბოლო მატჩში ბრიტანალების მეტოქე გერმანია იქნება. შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე ლეგენდარულ "უემბლიზე" გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაცისს თანახმად, "სამ ლომს" ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ვერ დაეხმარება. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიიღო.

Gareth-Southgate1

ვარაუდობენ, რომ ამ მატჩს ინგლისი ასეთი შემადგენლობით დაიწყებს: კარს რამსდეილი დაიცავს, სტოუნსი, დაიერი, მაგუაიერუ და რის ჯეიმის დაცვას გაამაგრებენ. ნახევარდაცვაში რაისი, ბელინგემი და ბენ ჩილველი გაირჯებიან. რაც შეეხება შეტევას, ფლანგებიდან მეტოქის კარს საკა და ფოდენი დამუქრებიან. ცენტრალური თავდამსხმელი კი, შეუცვლელი ჰარი კეინი იქნება.

გერმანელების შემადგენლობა ასეთია: ტერ შტეგენი, ჰოფმანი, ზულე, შლოტერბეკი, რაუმი, კიმიხი, გიუნდოგანი, გნაბრი, მიულერი, სანე და ვერნერი.

აღსანიშნავია, რომ გერმანელებისა და ინგლისელების დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებს. ისინი არაეხრთხელ შევხედრიან ერთმანეთს და უამრავი დასამახსოვრებელი მატჩიც აჩუქეს გულშემატკივარს. მათი ბოლო შეხვედრა გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა. მაგრამ, ამ თამაშამდე იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც ისინი 1/8 ფინალში გადაეკვეთნენ. აღნიშნული შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.

გერმანული-ინგლისური დაპირისპირება 34-ჯერ შედგა, საიდანაც 14 ინგლისმა მოიგო, 15 გერმანიამ და 5 მატჩიც ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში იმყოფება. ბრიტანელებს იტალიის, გერმანიისა და უნგრეთის წინააღმდეგ არცერთი გამარჯვება არ აქვთ. ისინი 2 ქულით ჯგუფის ბოლო ადგილზე არიან და B დივიზიონში დაქვეითება გარანტირებული აქვთ.

სხვა სტატიები