Belive

გერმანიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, მარკო როისი, სეზონის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა.  Kicker-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობას გერმანელი სპორტული ჟურნალისტები იღებდნენ. როისმა კაი ჰავერცზე ("ლევერკუზენი") და ჯოშუა კიმიხზე ("ბაიერნი") მეტი ხმა დააგროვა. გასულ წელს როისმა ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 17 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. შეგახსენებთ რომ გასულ წელს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად ტონი კროოსი დასახელდა.  

სხვა სტატიები