Belive

გერმანიაში ვარჯიშები განახლდა - გუნდების სპეციალურ წესებს იცავენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოში "გაბატონებული" კორონავირუსის გამო, რომელმაც ფაქტობრივად ყველანაირი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, ევროპის გამორჩეული ჩემპიონატების წლევანდელი სეზონი გაუქმების საფრთხის წინაშეა. გერმანია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნაა, თუმცა ამის მიუხედავად გერმანულმა კლუბებმა რისკიანი გადაწყვეტილება მიიღეს, რის შედეგადაც ვარჯიშები განაახლეს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვარჯიშებზე ფეხბურთელები რამდენიმე კაციან ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ერთმანეთთან დისტანციას იცავენ, რათა ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამჟამინდელი განკარგულების თანახმად, გერმანული ფეხბურთი მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება. მიუნხენის "ბაიერნმა" ვარჯიშების განახლებასთან ერთად საკუთარ ქომაგებს თხოვნით მიმართა, რომ არავითარ შემთხვევაში ვარჯიშის საყურებლად არ მისულიყვნენ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ვარჯიშები დახურულ კარს მიღმა ტარდება.
55555555555-1024x680
"ცხადია, რომ ვარჯიშები ვერ იქნება სრულფასოვანი, რადგან კორონავირუსის საფრთხის გამო წვრთნები გარკვეულ ჩარჩოებშია ჩასმული, თუმცა ვარჯიშების განახლება აუცილებელია, რათა სპორტსმენებს ფიზიკური მდგრადობა შეუნარჩუნდეთ", - აცხადებენ ბაიერნის მესვეურები. რამდენიმე კაციან ჯგუფებად დაყოფილი ვარჯიშები, რომლებშიც ფეხბურთელებს შორის დისტანციის დაცვა აუცილებელია, რათა ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უკვე ჩაატარეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან "ბაიერნი", "ბორუსია მიუნხენგლადბახი", "ვოლფსბურგი" და სხვები. ამჟამინდელი მონაცემების თანახმად გერმანიაში კორონავირუსის 100 132 შემთხვევაა დაფისქირებული. აღსანიშნავია, რომ გერმანული მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია უხილავ მტერთან ბრძოლაში. 28 700 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 584 ადამიანი გარდაიცვალა.

სხვა სტატიები