Belive

გერმანიის დიდების დარბაზში ორი ლეგენდა შეიყვანეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდები ოლივერ კანი და იურგენ კლინსმანი გერმანიის ფეხბურთის "დიდების დარბაზში" შევიდნენ. კანი, რომელიც ამჟამად "რეკორდმაისტერის" დირექტორთა საბჭოშია დასაქმებული, ბავარიული კლუბის გარდა, "კარლსრუეში" თამაშობდა და ბუნდესნაკრების ხელთათმანი 86 მატჩში მოირგო. ის 8-გზის გერმანიის ჩემპიონი, 6-გზის თასის, და 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ვეტერანმა მეკარემ 1996 წელს უეფას და 2001 წელს საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ეროვნულ გუნდთან ერთად მან 2002 წლის მუნდიალის ვერცხლის მედალი მოიპოვა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება კლინსმანს, მან გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გარდა, "შტუტგარტში", "მონაკოში", "ტოტენჰემში", და "სამპდორიაში" ითამაშა, გერმანიის ნაკრების 108 მატჩში კი 47 გოლი გაიტანა. მისი ტიტულების ყულაბას მიეკუთვნება ბუნდესლიგა, ორჯერ უეფას თასი, 1990 წლის მსოფლიო და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის თასი. მწვრთნელის რანგში კლინსმანმა 2006 წელს, სამშობლოში გამართულ მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები