Belive

გერმანიის ნაკრების ყოფილ მცველს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე პირობითი სასჯელი მიესაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიუსელდორფის სასამართლომ მადრიდის ,,რეალისა'' და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, კრისტოფ მეცელდერს, ბავშვთა პორნოგრაფიის ფოტოების გავრცელებისთვის 10-თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გერმანელი დამნაშავედ 2019 წელს დაწყებული გამოძიების დასრულების შემდეგ სცნეს. თავად ფეხბურთელმა გასულ ხუთშაბათს აღიარა, რომ WhatsApp-ში ფაილები ნამდვილად გააგზავნა.
,,ფოტოები გავაგზავნე, თუმცა, ვიცი, რომ ამ ბავშვებმა ენით აუწერელი ტანჯვა გამოსცადეს. სქრინშოტები ავიღე ვებგვერდებიდან, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ბავშვებზე თავდასხმას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. დანაშაულს ვაღიარებ და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ბოდიშ ვუხდი. მთელი ცხოვრება ამ ცოდვით მომიწევს,'' - განაცხადა გერმანელმა სასამართლოზე.
კრისტოფ მეცელდერი სხვადასხვა დროს დორტმუნდის ,,ბორუსიაში'', ,,რეალ მადრიდსა'' და ,,შალკეში'' თამაშობდა. ცენტრალური მცველი გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონია. ფეხბურთელი, ასევე, ,,ბუნდესნაკრებთან'' ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.