Belive

გერმანიის ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018 წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდ წლად შეფასდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახის შემდეგ, ბუნდესნაკრებმა მდგომარეობა ვერ გამოასწორა და "ერთა ლიგის" გათამაშებაში უსუსურ თამაშს აგრძელებს. საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, გუნდს 2018 წელს ექვსი წაგება დაუგროვდა, რაც ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. "ერთა ლიგაზე" ტონი კროოსმა გერმანიის ანგარიში გახსნა. მესამე ტურში პირველი ბურთი გაიტანა. 2018 წელს გერმანიის ნაკრებმა 11 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთში (გერმანია-საფრანგეთი 0:0) შეძლო კარის მშრალად შენახვა. გაიტანა 9 ბურთი და გაუშვა 15. 2018 წლის სტატისტიკის გაუმჯობესებას გერმანელები ნოემბერში შეეცდებიან. 15 ნოემბერს ამხანაგურ თამაშს გამართავენ რუსეთის ნაკრებთან, ხოლო 19 ნოემბერს "ერთა ლიგის" მორიგი ტურის მატჩში ჰოლანდიას უმასპინძლებენ. "ერთა ლიგის" A დივიზიონის ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, გერმანელები B დივიზიონში ჩამოქვეითდებიან.

სხვა სტატიები