Belive

გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა რასისტული შეურაცხყოფის გამო მატჩი შეწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის წინ, გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ჰონდურასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:1 იყო, გერმანელებმა ნაკრების მცველის - ჯორდან ტორუნარიგას რასისტული შეურაცხყოფის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვეს. 23 წლის ფეხბურთელს შეურაცხყოფა მეტოქემ მიაყენა. გერმანია ოლიმპიადაზე D ჯგუფში ბრაზილიის, საუდის არაბეთისა და კოტ დ'ივუარის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


სხვა სტატიები