Belive

გერმანული მედიაგამოცემების მტკიცებით რამდენიმე საათში მარსელ საბიცერი ბაიერნის ფეხბურთელი გახდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება, რაც იმას გულისხმობს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ დასახული მიზნების მისაღწევად. საქმე ეხება მარსელ საბიცერს, რომელიც "ლაიფციგის" კაპიტანია და რომლის გადაბირებითაც მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად იყო დაინტერესებული. როგორც გერმანული მედიაგამოცემები იუწყებიან, "რეკორდმაისტერსა" და "ლაიფციგს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და რამდენიმე საათში მარსელ საბიცერი "ბაიერნის" რიგებში ჩაირიხცება. ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 15-დან 17 მილიონ ევრომდე ივარაუდება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ზუსტი ინფორმაცია არ საჯაროვდება, დეტალები ამ ეტაპამდე უცნობია. საბიცერმა "ლაიფციგის" რიგებში 229 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიჩ 52 ბურთის გატანა და 42 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები