Belive

გერმანული ფეხბურთის საკულტო ფიგურა უვე ზეელერი გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს, გერმანიის ნაკრებისა და "ჰამბურგის" ერთ-ერთი გამორჩეული წევრის ფანტასტიკური გოლები კარგად ახსოვს. გერმანული ფეხბურთი და ლეგენდარული უვე ზეელერი განუყოფელი ცნებაა - შესაბამისად, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სრულიად გერმანია და საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. 85 წლის ასაკში, გერმანული ფეხბურთის საკულტო ფიგურა - უვე ზეელერი გარდაიცვალა. შოკისმომგვრელი და სამწუხარო ინფორმაცია ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ზეელერი უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ დასუსტებული იყო. ის საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. "ბურთსა და ზეელერს შორის, აგურით ნაშენები კედელი რომ ყოფილიყო, ის მას გაარღვევდა და ბურთს მოიპოვებდა", - ამ სიტყვებით ახასიათებს ზეელერს ჯიმი მაკელროი.
111


1954-70 წლებში, ზეელერმა დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მაისური 72 შეხვედრაში მოირგო და 43 გოლის გატანა შეძლო. ზეელერმა 1966 წლის ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ფინალში ინგლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 1970 წლის მუნდიალზე, დასავლეთ გერმანია და ზეელერი მესამე ადგილზე გავიდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფენომენალური საკლუბო კარიერა. "ჰამბურგის" მაისურით ჩატარებულ 476 შეხვედრაში, ზეელერმა 404 გოლი გაიტანა და ისტორიული კლუბის დიდების დარბაზში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

სხვა სტატიები