Belive

გერმანული პრესა - კვარაცხელიას ტრანსფერით ბაიერნი დაინტერესდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' შემტევმა - ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში კარიერა, შესაძლოა, მიუნხენის ,,ბაიერნში'' გააგრძელოს. ინფორმაციას გერმანული Express.de ავრცელებს. გამოცემა 20 წლის ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს ციტირებს - ,,დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა მიუნხენის  ,,ბაიერნში'' ან მადრიდის ,,რეალში'' ითამაშებს.'' Express.de წერს, რომ ქართველებს ბუნდესლიგაში თამაშის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება აქვთ - ,,ალექსანდრე იაშვილმა, ლევან კობიაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა 90-იან წლებში ,,ფრაიბურგში'' ფურორი მოახდინეს. ახლა კვარაცხელიამ იგივე, შესაძლოა, ,,ბაიერნში'' გაიმეოროს.''



კვარაცხელიას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მარტის სანაკრებო თამაშების შემდეგ გაიზარდა - ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ ორ მატჩში (ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ) შეძლო და მოედანზე ორივე შემთხვევაში საუკეთესო იყო. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები