Belive

ღიმილი სახეზე - კუმანის დამოკიდებულებამ ბარსას ფანები გააბრაზა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" შინ "პსჟ"-სთან დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა. ამ წაგებით რონალდ კუმანის გუნდს შემდეგ რაუნდში გასასვლელად მიზერული შანსები დარჩა. პარიზულ კლუბთან გუშინდელი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, კამერებმა კუმანი საინტერესო მდგომარეობაში დააფიქსირეს. ნიდერლანდელი სპეციალისტი "პსჟ"-ს ნახევარმცველს იდრისა გეიეს თბილად შეხვდა და, ასეთი მარცხის მიუხედავად, რონალდი სახეზე ღიმილს ვერ იკავებდა. მთავარი მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულებით უკმაყოფილოები არიან "ბარსელონას" გულშემატკივრები. აღნიშნული ვიდეოს შემდეგ კუმანი სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა.

სხვა სტატიები