Belive

გია გეგუჩა​ძე: "ცხოვრება გრძელდება, ჩემი გუნდის მჯერა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვანთან" დამატებით დროში - 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განვლილი შეხვედრა შეაფასა.
"ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. წარმატებისთვის რესურსი და ძალები არ გვეყო. ამავე დროს საკუთარი ძლიერი მხარე დავკარგეთ, რაც ბურთის ფლობა და პირველ ნომრად თამაშია, დამატებით დროში ეს უპირატესობა ხელიდან გავუშვით და მოედანზეც ნათლად გამოჩნდა ამ ყველაფრის შედეგი. მეტოქე უფრო მეტად კონტრშეტევებზე თამაშობდა, თუმცა თავის საქმე სწორად შეასრულეს და წარმატებას მიაღწიეს. მიუხედავად შედეგისა, ვთვლი, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინ არის. ჩემი გუნდის ძალების მჯერა. ამ ეტაპზე ახალი ფეხბურთელების დამატება არ იგეგმება, კონფერენს ლიგაზე გამოსვლას, დიდი ალბათობით, ამ რესურსით გავაგრძელებთ. სამომავლოდ გუნდის გაძლიერებას არ გამოვრიცხავთ. მინდა ჩვენს მეტოქეს გამარჯვება მივულოცო და ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ბრატისლავის "სლოვანში" თამაშობენ, წარმატება ვუსურვო", - თქვა გია გეგუჩაძემ.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმის" მეტოქე პოლონეთი ჩემპიონი, პოზნანის "ლეხი" იქნება.

სხვა სტატიები