Belive

გია გეგუჩაძე დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გია გეგუჩაძე "დინამო ბათუმს" არ დატოვებს - ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასზე "გაგრასთან" მარცხის შემდეგ, გამოცდილ სპეციალისტს "დინამოს" დატოვების გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.
"გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, – განაცხადა არჩილ ბერიძემ, – ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება," - განაცხადა ბერიძემ "დინამო ბათუმის" ოფიციალურ გვერდთან.
 

სხვა სტატიები