Belive

გია გეგუჩაძე: "მცირე მღელვარება გვაქვს, მაგრამ მოედანზე ყველაფერი გაივლის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"მცირე მღელვარება გვაქვს, მაგრამ მოედანზე ყველაფერი გაივლის. ყოველთვის ვცდილობთ სათანადო სიმაღლეზე გამოვიყურებოდეთ და არ მგონია ხვალ ნაკლებად მოვინდომოთ. მნიშვნელოვანი მატჩის წინ მცირე მღელვარება არის, მაგრამ მოედანზე ამ ყველაფერმა უნდა გაიაროს. ეს ძირთადად ფეხბურთელებს ეხებათ. ასეთი განცდა უფრო მაღალი დონის გუნდებსა და ფეხბურთელებს აქვთ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. გიორგი ზარია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სულ ორი დღეა ვარჯიშობს, დანარჩენი ყველა მოთამაშე მწყობრშია და მატჩისთვის ემზადება. დისკვალიფიკაციის გამო მამუკა კობახიძე ვერ ითამაშებს. სტადიონი სავსე იქნება, ეს პირველ მატჩამდეც ვიცოდით. რაც შეეხება ფავორიტს, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს. თუ რა მოხდება, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება", - თქვა გია გეგუჩაძემ.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" დაპირისპირება 13 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები