დღეს რუსეთის თასის საპასუხო მატჩები გაიმართა.
გია გრიგალავას ტულას "არსენალი" სახლში "ორენბურგს" დაუპირისპირდა და ფრე, 1:1 ითამაშა.
აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრა 4:2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში (5:3) "არსენალი" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, გრიგალავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 54-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.